Sunday, June 4, 2017

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - " ქართლო, დარდების ამშლელო"

აღნიშნულმა  კურსმა  დამანახვა,  თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია პროექტებით  სწავლება მოსწავლეებისათვის. პროექტებით  სწავლება  საშუალებას  აძლევს  მოსწავლეს  განივითაროს  დამოუკიდებელი,  თვითრეგულირებადი  მუშაობის,თანამშრომლობისა  და  დელეგირების  უნარ-ჩვევები.  მე  კი  დამეხმარება  წარმატებულად  წარვმართო  შემდგომი  მუშაობა,  რათა  აღვზარდო  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევებზე  მორგებული  თაობა.



გმადლობთ  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი  ტრენინგისათვის!. 

Saturday, June 3, 2017

მერვე დღე

ამ  მოდულმა  დამაფიქრა,  თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია  ეფექტურად  დასმული  კითხვები პროექტის  განმავლობაში.
მოდულის მსვლელობისას გადავხედე საკვანძო შეკითხვებს. ასევე განვიხილეთ ერთმანეთის საკვანძო შეკითხვებიც  და მივეცით უკუკავშირი. შევიტანეთ ცვლილებები საკვანძო შეკითხვებში. ეს შეკითხვები დაეხმარებათ მოსწავლეებს ჩაწვდნენ პროექტის შინაარსს. ჩემი შეკითხვები გამომდინარეობს მიზნებიდან და პროცედურებიდან. გავე- ცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა პროექტის თემისადმი ინტერესის აღძვრას, მოლოდინების განსაზღვრას, პროცედურებისა და ვადების გაცნობას.. ვიუვერმა გაგვაცნო ის, თუ  ტექნოლოგიები როგორ ეხმარება მოსწავლეებს პროდუქტიულობის გაზრდაში და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის შუაში. პროექტის პროცედურებში შევიტანეთ ცვლილებები.