Sunday, June 4, 2017

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო - " ქართლო, დარდების ამშლელო"

აღნიშნულმა  კურსმა  დამანახვა,  თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია პროექტებით  სწავლება მოსწავლეებისათვის. პროექტებით  სწავლება  საშუალებას  აძლევს  მოსწავლეს  განივითაროს  დამოუკიდებელი,  თვითრეგულირებადი  მუშაობის,თანამშრომლობისა  და  დელეგირების  უნარ-ჩვევები.  მე  კი  დამეხმარება  წარმატებულად  წარვმართო  შემდგომი  მუშაობა,  რათა  აღვზარდო  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევებზე  მორგებული  თაობა.



გმადლობთ  საინტერესო  და  მნიშვნელოვანი  ტრენინგისათვის!. 

Saturday, June 3, 2017

მერვე დღე

ამ  მოდულმა  დამაფიქრა,  თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია  ეფექტურად  დასმული  კითხვები პროექტის  განმავლობაში.
მოდულის მსვლელობისას გადავხედე საკვანძო შეკითხვებს. ასევე განვიხილეთ ერთმანეთის საკვანძო შეკითხვებიც  და მივეცით უკუკავშირი. შევიტანეთ ცვლილებები საკვანძო შეკითხვებში. ეს შეკითხვები დაეხმარებათ მოსწავლეებს ჩაწვდნენ პროექტის შინაარსს. ჩემი შეკითხვები გამომდინარეობს მიზნებიდან და პროცედურებიდან. გავე- ცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა პროექტის თემისადმი ინტერესის აღძვრას, მოლოდინების განსაზღვრას, პროცედურებისა და ვადების გაცნობას.. ვიუვერმა გაგვაცნო ის, თუ  ტექნოლოგიები როგორ ეხმარება მოსწავლეებს პროდუქტიულობის გაზრდაში და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის შუაში. პროექტის პროცედურებში შევიტანეთ ცვლილებები.

Thursday, May 25, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
მოცემული  მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა  დამოუკიდებელი  მსწავლებლისა  და  დიფერენცირებული  სწავლების  როლი  რამდენიმე  თვალსაძრისით.
  • ჩვენ შევქმენით ელექტრონულ ფორმატში სავარჯიშო, ჟურნალი, სქემა, რომელშიც მოცემულია კონკრეტული ინსტრუქცია, არის მინიშნებები , რომლის წაკითხვის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად შესძლებს, რომ ეს სავარჯიშო შეასრულოს. აქვე ივითარებს თვითრეგურილების უნარსაც.
  • გეგმის შაბლონში შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები არაქართულენოვანი, ნიჭიერი და სპეციალური საჭიროებების ბავშვებისათვის. ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპის და მზაობის ბავშვი ჩავრთო საპროექტო აქტივობებში. 

მეექვსე დღე

მიმდინარე  მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა  მოსწავლეზე  ორიენტირებული
შეფასების  ფორმები  შემდეგი  თვალსაზრისით:  მკაფიოდ  გაწერილი  რუბრიკა  დამეხმარა   
  კოლეგებისა  და  მოსწავლეებისათვის  მიმეცა  განმავითარებელი  შეფასება  სავარაუდო  ნაშრომების  შესაფასებლად.
პროექტის  გეგმის  შამბლონში  გავაკეთე  შეფასების  რუბრიკა,

  ჩემი  მეთოდებისა და  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომების  შესაფასებლად   გამოვიყენე  რუბრიკები,   რომლებსაც  ადაპტირებას  გავუკეთებ  და   მოვარგებ  ჩემს  საჭიროებებს.         

Saturday, May 20, 2017

მეხუთე დღე

ამ  მოდულით  გავეცანი  ინტერნეტის  გამოყენებას  სწავლების  პროცესში,  საავტორო  უფლებების  დაცვას, კოლეგებისათვის   უკუკავშირის  მიცემის  ხერხს ( რუბრიკების  გამოყენებით).  ონლაინ   ტესტით  შევიქმენით  წარმოდგენები  საავტორო  უფლებათა  დაცვის  შესახებ.  ინფორმაცია  საავტორო  უფლებების  შესახებ  შევიტანე  ფაილში-საავტორო 

უფლებათა  მარტივ  შაბლონში“ გავეცანი  ძიების  დიაპაზონის  შემცირების  სხვადასხვა  გზებს.

მოსწავლის  სავარაუდო  

Sunday, May 14, 2017

მე-4 დღე

ეს  მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა  განმავითარებელი  შეფასების  ფორმირების  გამოყენება  რამდენიმე  მიმართულებით.  ავაწყე  ჩემი  პროექტის  პრეზენტაცია  კცემი  პროექტის  პრეზენტაციაოლეგებთან  წარსადგენად.



მი  პროექტის  პრეზენტაცია.

მესამე დღე

ეს  მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა  სტანდარტის  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  საკითხების  გამოყენება  რამდენიმე  თვალსაზრისით.  შევიმუშავე  საკვანძო  შეკითხვები,  რომელიც  დამეხმარა  პროექტის  შინაარსის  გაგება-გააზრებაში,  თემის  ძირითადი  საკითხების  წვდომაში.